ზურაბიშვილი - საქართველოში რუსეთმა ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას
ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც ერთი წლის წინ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ერთ წელიწადში ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს - გაუწიეთ წინააღმდეგობა , - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
თბილისის დროით 06:03 საათზე, თბილისთან 4 კმ-ში, თეთრიწყაროში მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას.
ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა,