საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართა.
პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების ინიციატივას მხარი დაუჭირა.
საქართველოს დროით 13:56 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა.
კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
1-ელი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება.
1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე.
ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა ‘’easyJet’’-მა დაიწყო.
[საგამოძიებო კომისია] არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო - ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა, „ბრიტიშ ეარვეისმა“ (British Airways) დაიწყო.