ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი აშშ დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. სირიის ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება.
პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის მოტივი უწყებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვა გახდა.
დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ევაკუაციის შემთხვევაში, დაზარალებული, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნებოდა, - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას კითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" "საგამოძიებო კომისიას" პროტესტს უცხადებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 28 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.