შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხადეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ახალი უფროსი კი ორშაბათს 14 სექტემბერს დასახელდება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა, ასევე ორშაბათს იგეგმება.