„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.
ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.991% (935 004 ხმა) მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 201 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.208 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,836 % აქვს.
20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 2 060 412 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.