26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის გაიმართა.
დაპირისპირებაში გამარჯვება ილია თოფურიამ ნოკაუტით მოიპოვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.