26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს, 28 ოქტომბერს ეწვევა.
სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები, - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკული ორგანიზაციები, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად შეფასებას ავრცელებენ.
პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის ბედი გადაწყდა და მშვიდობა უპრეცედენტო განვითარებას მოიტანს მომდევნო 4 წელში.