გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა მუშაობას ნაწილობრივ აჩერებს - ჭიათურის მაღარო დიდი ხანია არ მუშაობს“.
როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას, სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ყურადღებით შეისწავლის გაფართოების დოკუმენტს და დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების სამომავლო საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ბოლო წლებში თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და ჩვენ მზად ვართ, ამავე ნიშნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან.
„ეს არის დინამიკური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.
აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს - ევროინტეგრაციის შეჩერება/გაყინვა, თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესებში, არის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა", - თქვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ამით მეთიუ მილერმა უპასუხა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე კითხვას.
ევროკომისია საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემს.
უცნაურია, რომ პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე იწყებს გამოძიებას და არა არჩევნების სისტემური ფაქტებზე - ასე შეაფასა პრეზიდენტმა საგამოძიებო უწყების მიერ პროკურატურაში დაბარება.
2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.