გრიპის სეზონი საქართველოში: მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავდაპირველი პროგნოზები.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება - აღნიშნულს ითვალისწინებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერასთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა 2025 წლის ბიუჯეტში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასს შეხვდა.
ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით – ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა, და დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.