რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ცინიზმის ახალ დონეს წარმოადგენს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს ყოველწლიურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკის ჰარვარდის კლუბში (The Harvard Club in New York) გაიმართა.
მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე (თბილისი-სენაკის მიმართულება) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.