golden brand
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ ოთხი თვის ჭრილში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა ბოლო ოთხი წლის მინიმუმზეა.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-მაისში ქვეყანაში 77 054 ავტომობილი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 1.251 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 90 434 ავტომობილი, რომლის საერთო ღირებულებაც 1.567 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მხოლოდ ერთი წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 14.8%-ით, ხოლო ღირებულებით დაახლოებით 20.2%-ით შემცირდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი მომწოდებელი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. მხოლოდ 2026 წლის იანვარ-მაისში ამერიკიდან 58 881 ავტომობილი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 698.1 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა გერმანია - 2 000 ავტომობილითა და 171.2 მილიონი დოლარის იმპორტით, ხოლო მესამეზე იაპონია - 7 487 ავტომობილით და 166.5 მილიონი დოლარის ღირებულებით.

უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთია:

აშშ - 698.1 მლნ დოლარის ღირებულების 58 881 ერთეული;
გერმანია - 171.2 მლნ დოლარის ღირებულების 2 000 ერთეული;
იაპონია - 166.5 მლნ დოლარის ღირებულების 7 487 ერთეული;
გაერთიანებული სამეფო - 35.8 მლნ დოლარის ღირებულების 312 ერთეული;
ჩინეთი - 31 მლნ დოლარის ღირებულების 3 339 ერთეული;
თურქეთი - 28.5 მლნ დოლარის ღირებულების 719 ერთეული;
სამხრეთ კორეა - 21.3 მლნ დოლარის ღირებულების 1 432 ერთეული;
კანადა - 16 მლნ დოლარის ღირებულების 990 ერთეული;
იტალია - 13.4 მლნ დოლარის ღირებულების 89 ერთეული;
აზერბაიჯანი - 10.5 მლნ დოლარის ღირებულების 33 ერთეული.

72