რუსეთმა აირჩია დაესრულებინა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა - ჩვენ ვთქვით, რომ ყველა რუსულ ნაბიჯს შესაბამისად ვუპასუხებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება მეწარმე იურიდიულ პირებსაც მიენიჭებათ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.
გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელის“ პროდუქციით სომხეთის დედაქალაქ ერევანში მულტიფუნქციური ტექნოლოგიური ცენტრის, Dalan Technopark-ის მშენებლობა მიმდინარეობს.