გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ 10 ბალისტიკური რაკეტით გაანადგურა მტრის სამეთაურო ცენტრი დასავლეთ აზიაში და მტრის საჰაერო ბაზა ალ-აზრაქში, იორდანიაში.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ამერიკიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წლიურად 17.4%-ით შემცირდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
არსებობს თავისუფალი გარემო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნატო-ს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, მასაჩუსეტსის, ნიუ-იორკის და ნიუ ჯერსის შტატების საცალო გაყიდვების ობიექტებსა და ქსელურ მაღაზიებში ქართული ღვინის 15 დეგუსტაცია გაიმართა.
ნატო-ს 32-ვე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს.
საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.