ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა მდინარაძემ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, მიღწევები და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციები გააცნო.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა.
სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 12.1%-ით, 317.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 12.7%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ მზარდი ინფლაციის ფონზე შეიცვალა ინფლაციის წლიური პროგნოზი და ამჟამად მოელის, რომ 2025 წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წელს ის 3.5%-მდე შემცირდება.
ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდეს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერტილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.