2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ამერიკიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წლიურად 17.4%-ით შემცირდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში აშშ-დან 58 881 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (ჯამში 698.1 მლნ დოლარის ღირებულების) შემოვიდა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებულია 71 304 ერთეული მანქანა, რომლის ღირებულებაც 892.5 მლნ დოლარს აღწევდა.
გარდა ამისა, შემცირებულია ამერიკიდან ერთი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასიც. კერძოდ, შარშან 1 ავტომობილის შემოყვანა გადასახადების გარეშე საშუალოდ 12 517 დოლარი ჯდებოდა, წელს კი 11 857 დოლარი.
ავტორის შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ წლოვანების, მარკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთეული ავტომობილის ფასი შესაძლოა, საშუალოზე ბევრად ძვირი ან იაფი ყოფილიყო.