janmedi
ავერსი ნემო

"დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია""დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია" დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - არსებობს თავისუფალი გარემო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო ნებართვების გაცემა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ხდება.

„თავისუფალი გარემოს ყველაზე კარგი მაგალითია მამუკა ხაზარაძის კომპანია. ხაზარაძე, რომელიც აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მას აქვს საკუთარი ბიზნესი - ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე აწარმოებს თავის საქმიანობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, კანონის ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს და აწარმოოს საქმიანობა. არანაირი ხელის შეშლა არ ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას ყაზბეგის გამზირის N32ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას მერიისთვის არასწორად აქვს მიწოდებული დოკუმენტაცია, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდებიან.

„არ მინდა, არც თქვენ მოგატყუოთ და არც საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში. ჩვენი შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას ამა თუ იმ სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ბაზაში არის მოცემული კონკრეტული ლიცენზირებული კომპანიების დასახელებები. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებით ხდება დოკუმენტაციის მიღება. 2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი. ამ დროიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, გაკეთებულ განცხადებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. თუ არასწორად არის მოწოდებული დოკუმენტაცია და არ არსებობს აღნიშნული კომპანია, რა თქმა უნდა, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

58