ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკნომიკური ბლოკის მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში თემაზე – „ვაჭრობა, ინვესტირება და მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ავტობუსის 18 გაჩერებაზე სარეკლამო „ლაით-ბოქსებში“ ბანერები განთავსდა.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.
აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალ წლებში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტის კონცეფცია განიხილა.
"სელფი მობაილი" განაგრძობს ქსელის დიდ განახლებასა და განვითარებას. მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან Nokia წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ჩვენ ვზრდით ქსელს 400 ახალი საბაზო სადგურით, საქართველოს მასშტაბით.
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 219 823 300 ლარითაა გაზრდილი.
ლილუაშვილმა 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი „აჩვენებს გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ გუნდის შიგნით რაიმე მანკიერი გამოვლინება არ იყოს“.