
2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა.
როგორც მოკლული ქალის, ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.
"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება, გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი. დაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი", - განაცხადა მოკლული ქალის ახლობელმა ambebi.ge-სთან.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე — ირაკლი კობახიძის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის წარდგენას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად წარმოადგინა ბატონი ირაკლი კობახიძე და, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად მხარდაჭერილი იქნა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, პარლამენტის პირველ სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევნების თარიღსაც დანიშნავს.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა "საქართველოს ბანკი" 95 000 ლარით დააჯარიმა.

აშშ - სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

23 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ, ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები.

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.