საქართველო 10 000 აშშ დოლარით დაეხმარება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ჯამში ხელფასს მილიონამდე ადამიანი იღებდა, წლიურად ამ ადამიანების რიცხვი 4%-ით არის გაზრდილი.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა.
რუსთაველის გამზირზე გზის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გადავადებასთან ერთად, 2026 წლამდე გადაიწია შენობა-ნაგებობების ფასადების რეაბილიტაციის ვადამაც, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.