ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, შვიდმა ადამიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის განაკვეთი იზრდება. შესაბამისი ცვლილება ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 იანვარს საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.
ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო “ბიზნესთაიმი” მიმდინარე წლის შესაჯამებლად და მომდევნო წლის მოლოდინებზე სასაუბროდ კომპანია “ცელსიუსს” დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს და ლიდერი პოზიცია უკავია გათბობისა - გაგრილების სფეროში.
დღეიდან, თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.
უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.