სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 4800 აბონენტს შეუწყდება.
ქალაქ გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა საქართველოში მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
27 მარტი, 2025 - სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის, DIGITAL კატეგორიის მხარდამჭერია.
„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს ოფიციალურად გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ სამშენებლო სექტორში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ჯამში, უკვე 101-მა კურსდამთავრებული წარმატებით დაასრულა სწავლა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, მისი ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან – Colangelo Partners ხელშეკრულება გააფორმა.
გუშინ სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.
ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო.
საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. თუ ჩვენი პარტნიორები პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, პუტინს ამის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა.