
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან 500 000-ზე მეტ მიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუწყვეტს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საუბარია აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროინდელ პროგრამებზე, რომლებიც ბინადრობის დროებით ნებართვას ეხება.
იანვარში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად გააუქმებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ზოგიერთ მიგრანტს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას აძლევს.
დეპარტამენტი პრესრელიზში წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბინადრობის დროებითი ნებართვის პროგრამები ბოროტად გამოიყენა და ისინი დამატებით რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე გაავრცელა. შედეგად ქვეყანაში 1,5 მლნ მიგრანტი შევიდა.
„ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღეს შეჩერდა,” - აცხადებს უწყება და დასძენს, რომ ყველა მიგრანტის საქმე ინდივიდუალურად განიხილება.