საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა.
1-ელი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება.
1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე.
ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა ‘’easyJet’’-მა დაიწყო.
[საგამოძიებო კომისია] არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო - ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
საპენსიო რეფორმა მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო შედეგები შეაჯამა და წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა და ამავდროულად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საპენსიო სააგენტოს სოციალურ პლატფორმებზე.
31 მარტს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა და წლიური საინვესტიციო ანგარიში წარადგინა.