
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სამთავრობო პროგრამით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.

2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR-თან პარტნიორობა გააფორმა. შედეგად, „სელფის“ კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა ტურიზმის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის და აღნიშნა, რომ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება.

ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150 ათას ლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით , - ამის შესახებ ლევან განაცხადა.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენისას განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 8.2 პროცენტიდან, 9.0 პროცენტამდე გაზარდა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე შესულია და შესაბამის კომიტეტებში განიხილავენ.