49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება - ამ ეტაპზე, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა ოთარ შამუგიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
დღეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატებს მოუსმენენ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების გარკვეულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
რომის ჩამპინოს აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.