
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.

არა ძალადობას, პოლიციის სისასტიკესა და წამებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

"დროას" ოფისთან დაპირისპირებაა. აგრესიული სამართალდამცველები ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, დააკავეს. გვარამია პოლიციის მანქანაში ჩატენეს.

ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“, კომენტარი გააკეთა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული.

ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს - მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე განაცხადა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.

„ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“ - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე შეზღუდვები წესდება.

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი.