თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და იქ სამუშაოს განახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
5 თებერვალს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ყველა დამნაშავემ, ვინც ქვეყანას უღალატა, პასუხი უნდა აგოს - ვინც არ მივა კომისიაში დაკითხვაზე, ამას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.