
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება.

თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა რუსთველისკენ მიემართება. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მოქალაქეებს აკავებს.

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა და სპეციალური ტექნიკა განთავსდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოდეანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია.

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.