
პრემიერი - აშშ-ისთან ურთიერთობების გადატვირთვას „ქართული ოცნება“ 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ელოდება
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შემდგარა.

ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი საჯარო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი გმობს და აპროტესტებს ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა.

საქსტატმა ნოემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში ფასები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფის - სურსათის ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა.

ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.