ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ჯამში ხელფასს მილიონამდე ადამიანი იღებდა, წლიურად ამ ადამიანების რიცხვი 4%-ით არის გაზრდილი.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა.
რუსთაველის გამზირზე გზის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გადავადებასთან ერთად, 2026 წლამდე გადაიწია შენობა-ნაგებობების ფასადების რეაბილიტაციის ვადამაც, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 57.979 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 978.1 მლნ ლარით, 5.7%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.