
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ, სანდო მთავრობას იმსახურებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარს.

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი იუწყება.

ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებსა და პოლციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.