
თბილისში ქირის ფასები შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2024 წლის ნოემბერში 9.9 დოლარს შეადგენდა.

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს, - ამის შესახებ კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს.

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ “MEGOBARI აქტი”, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე მყოფებს დაეჯახა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.