თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მერიას იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება.
აშშ-ი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ აცხადებს.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა.
პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „GALICJA VITIS - 2020“ ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 855 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 12 167 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტების ფარგლებში, ორი თევზმჭერი კომპანია - შპს "ნანა 25" და შპს "თემო" გაფართოვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.