ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში სავარაუდოდ მარტში შემოვა.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება.
საქსტატმა დღეს 2020 წლის III კვარტლის დეტალური ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამთვიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა.
ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ დასმულ კითხვას.
ეკონომიკის სამინისტროში 14:00 საათზე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურანავა სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წამომადგენლებს შეხვდება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოსა ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია შOჩAღ-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოციალური გაზის ტარიფს შეამცირებს.
"ეს შეღავათი პრინციპულად არამიზანშეწონილი შეღავათია" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავრიანმა ჟურნალისტების მიერ ბიზნესის მხრიდან დღგ-ის გადასახადის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებზე დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადება უნდა მომზადდეს.