საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მოაწერა.
ამერიკის გეოფიზიკური საზაოგადოების (AGU) ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია თბილისის, ვაშლიჯვრის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეწყრის შესახებ, ამ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი , პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.
“Air Astana“-ს შვილობილი კომპანია “ FlyArystan” იწყებს პირდაპირ ფრენებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმისმიმართულებით. აღნიშნული კომპანია ოპერირებას, სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყებს“, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, 2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" მოეწყობა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხა , საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასებისა, რომლის თანახმად, მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით - 23.3%-ით გაიზარდა.
რამდენიმე წუთის წინ 27 წლის ექთანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მეგი ბაქრაძის ახლობლები ადასტურებენ . მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ბოლოს კი ექიმებმა მისი გადრჩენა ვეღარ შეძლეს.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანის თქმით, დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ არის და პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.