“Air Astana“-ს შვილობილი კომპანია “ FlyArystan” იწყებს პირდაპირ ფრენებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმისმიმართულებით. აღნიშნული კომპანია ოპერირებას, სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყებს. გაურკვევლობა იყო თავის დროზე დაწყებასთან დაკავშირებით პანდემიის გამო, თუმცა ეს ყველაფერი გადაილახა და უკვე საორგანიზაციო პროცესები მიმდინარეობს და მოლოდინია რომ ავიაკომპანია მაისიდან დაიწყებს ფრენებს. რაც გაცილებით მეტი ტურისტის ჩამოყვანის საშუალებას მისცემს ავიახაზებს“, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.
მისივე ტქმით, ტურიზმის მიმართულებით ყაზახეთიდან საქართველოში 9 წლის განმავლობაში მაჩვენებლები 120 ათასამდე გაიზარდა.
„ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ტურიტების 70% ჩერდება სასტუმროში, აქედან შემოსული 80% რჩება 5-დან 14-დღემდე. ჩვენ ასეთი ტიპის ტურისტები - გრძელვადიანი დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტებით, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დატოვებენ ქვეყანაში სახსრებს, რაც დაგვეხმარება ინფრასტრუქტირის გაუმჯობესებაში, რომ ნელნელა დავუახლოვდეთ ევროპული ტურისტების მოთხოვნებს, რომ შემდგომ უკვე ისინი მოვიზიდოთ ქვეყანაში. ამ მიმართულებით პოტენციალია დიდია”, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა მაესტროს ეთერში.