global distribution
გარე ავეჯი

ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოცხადდა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, დაინტერესებულ მხარეებს წინადადებების გაგზავნა 22 ოქტომბრიდან შეუძლიათ. ხოლო წინადადებების მიღების ბოლო ვადად 27 ოქტომბერია განსაზღვრული.

სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 221 918 ლარია.

172