global distribution
გარე ავეჯი

„ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით, ხოლო 2026 წელს 6.0%-ით გაიზრდება“ – ამის შესახებ აღნიშნულია „გალტ&თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.

ანალიტიკური მიმოხილვაში საუბარია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებზეც. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში რეალური მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად კი, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა.

ამასთან, აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

ცნობისთვის, აქამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა. EBRD-სა და ADB-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად აქამდე დასახელებული 6%-ისა, 7%-ით გაიზრდება.

80