global distribution
გარე ავეჯი

ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, -ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადება.

კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა: „კალასი და კოსი ვერ გიშველით“.

„ჩვენს პასუხს დაველოდოთ. ჩვენ ხვალ გვექნება პასუხი აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით. საერთო მესიჯი გაჟღერდება და დაველოდოთ ამ განცხადებას. ჩემი პოზიცია მარტივია - ვერც კალასი და ვერც კოსი ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ - ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ვისაც აქ ხედავთ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

74